კამპანიას “აჩუქე წიგნი” იუსტიციის სამინისტროს სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრი” შეუერთდა.

ცენტრის დირექტორმა და თანამშრომლებმა ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ ბიბლიოთეკას შემეცნებით-საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურა, მათ შორის როგორც თანამედროვე, ისე კლასიკოსი ავტორების მოთხრობების მრავალტომეული კრებული, სათავგადასავლო ლიტერატურა და ენციკლოპედია გადასცეს.

“დანაშაულის პრევენციის ცენტრი შეუერთა აქციას “აჩუქე წიგნი”. სტუმრად ვიყავით ქუთაისის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში. არასრულწლოვანთა დაწესებულებას გადავეცით როგორც მხატვრული, ასევე შემეცნებითი ლიტერატურა. სხვადასხვა ჟანრის წიგნებია იმ ინტერესების, რაც აქვთ მოზარდებს. ზოგადად, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესში, დიდი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას.  ეს არის არა მხოლოდ დროის გაყვანის და ინფორმაციის მიღების საშუალება, არამედ ეხმარება მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაში”.- განაცხდა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლადო ჯავახიშვილმა. 

“აჩუქე წიგნი” საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და “ანაგრამას” ერთობლივი კამპანიაა, რომელიც წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ფარგლებში იმართება და 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობს.

ფოტო:დანაშაულის პრევენციის ცენტრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *