“ვინ უკეთ წერს” – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ესეების კონკურსი მოეწყო. მონაწილეებმა ნამუშევრები ქართული ენის სამომავლო განვითარების, ენობრივი პოლიტიკის შესახებ შექმნეს.

პირველ ადგილი ლიკა თეგეტაშვილმა დაიკავა , მეორეზე ნიკოლოზ ჩიქოვანი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ირმა ძნელაძემ მოიპოვა.

გამარჯვებულები დიპლომებითა და სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცათ სიგელები.

კონკურსი: “ვინ უკეთ წერს”, აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, 10 წელზე მეტია ტარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *