ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის სიმულაციური პროექტი

“ქუთაისის ახალგაზრდული საკრებულო” იწყება. პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა.

პროექტის ფარგლებშიც მოხდება სპეციალური ტრენინგ-სემინარების ჩატარება, მაჟორიტარი-დეპუტატის როლის მორგება და სტაჟირება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

“პროექტის მონაწილეები მაქსიმალურად აღიჭურვებიან იმ საჭირო ინფრომაციით, რომელიც მათ აქტიურ მოქალაქედ ყოფნაში დაეხმარება. ასევე ეს პროექტი თავის მხირვ თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად” – ამბობენ სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბში “თაობათა დიალოგი”.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 18 – 29 წლის ახალგაზრდებს.

დაინტრესებულ ახალგზარდებს აპლიკაციის შევსება და დარეგისტრირება შეუძლიათ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdS_dmh-Fn4sv_QKUTiU5OZNjYkSIHeuE4AcV38TJ-YYlGSQg/viewform?fbclid=IwAR0HS2wX4XToYA6N98sjKbRqnk7lS7XUh1yiqzyO2Yw7-yMskE-IEl8SgsI

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *