“ვინ უკეთ წერს” – აწსუ-ში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ესეების კონკურსი მოეწყო.

მონაწილეებმა ნამუშევრები ქართული ენის სამომავლო განვითარების, ენობრივი პოლიტიკის შესახებ შექმნეს. 

“სტუდენტები წერენ საკუთარ შეხედულებებს თუ როგორი უნდა იყოს ენობრივი პოლიტიკა. ქართული ენის დაცვისათვის, მისი სახელმწიფოებრიობისათვის ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია,”-განაცხადა აწსუ-ს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.

“კონკურსი გულისხმობს მოცემული თემის ფარგლებში ესეს შესრულებას. გამარჯვებულებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან შემდგარი ჟიური გამოავლენს,”-განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა და ქართული ენის მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან საღინაძემ.

აღნიშნული კონკურსი წერეთლის უნივერსიტეტში 10 წელზე მეტია ტარდება.

სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აწსუ-ში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ფოტო: “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *