ზესტაფონში 2019 წელს 25 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის სამ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურა სრულიად განახლდება.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ კლდეეთის მე-20 ბაღს, სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან 69 545 ლარით დაფინანსდება. რეაბილიტირდება ​დილიკაურის საბავშვო ბაღი, რომლისთვისაც რგფ-დან 74 433 ლარია გამოყოფილი. სიაშია ზესტაფონის მე-4 საბავშვო ბაღი, მის რეაბილიტაციას რგფ  89 624 ლარით დააფინანსებს. რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ზესტაფონში კიდევ ერთი ბაღის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ქალაქის მე-8 ბაღის რეაბილიტაციაზე 50 000 ლარი დაიხარჯება.

21 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებით განხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *