ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყება.

ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ხვალიდან რეგისტრაციის გავლა ასევე შესაძლებელი იქნება მათთვის, ვისაც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება ან სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება სურს.

რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე ელექტრონულად უნდა გაიარონ.

აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *