განათლება
წერეთლის უნივერსიტეტის ფრანგულენოვანი ლექტორები საერთაშორისო ექსპერტთა კარტოგრაფიაში მოხვდნენ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმღვანელი მუჰამედ კეტატა ესტუმრა. უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის აღნიშნულ სააგენტოში გაწევრიანებასა და თანამშრომლობას გულისხმობს.  

"შეთანხმება, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გაცვლით პროგრამებს უზრუნველყოფს. დაიგეგმება ტრენინგები, მივლინებები და სხვა. ეს ნამდვილად დიდი შანსია,"- განაცხადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ეკატერინე გაჩეჩილაძემ.

გარდა ამისა, საერთაშორისო ექსპერტთა კარტოგრაფიაში უნივერსიტეტის ყველა ფრანგულენოვანი მასწავლებელი შევიდა. 

"კარტოგრაფია გულისხმობს იმას, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე რომელიმე უნივერსიტეტს ამა თუ იმ დარგის ექსპერტი დასჭირდება, მას შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი საქართველოდან, მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტიდან,"- განაცხადა კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მირანდა ლომიძემ.

საუნივერსიტეტო გაერთიანებაში 113 ქვეყნის 909 უნივერსიტეტია შესული.

სააგენტო წერეთლის უნივერსიტეტს საკუთარი სახსრებით ფრანკოფონიის ცენტრის გახსნასაც სთავაზობს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა ისტორიების თვის
ფარგლებში,
17:26 / 22.05.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა ისტორიების თვის ფარგლებში,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა ისტორიების თვის
ფარგლებში,
17:26 / 22.05.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა ისტორიების თვის ფარგლებში,
16:55 / 17.05.2019
"ამბავი თორმეტი სავანისა" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 13 - 22 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019