განათლება
ხარაგაულში, სოფელ კიცხში, 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება
ხარაგაულში, სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა იყოს 150 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს: 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია; დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით; სამასწავლებლო; სასწავლო ნაწილის ოთახი; ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით; ექიმის კაბინეტი; მანდატურის/დაცვის ოთახი; სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის; კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი;დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;რეკრეაცია; ფოიე გარდერობით, დერეფანი.

სამუშაოების შესასრულებლად ჯამში 2 მილიონ 470 ათას 43 ლარია განკუთვნილი.


გარდა ამისა, იმერეთში კიდევ  2 სკოლის მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი. 


ზესტაფონში, სოფელ არგვეთაში, 240 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება

წყალტუბოში, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება


ფოტო: იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია
| Print |