აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. უნივერსიტეტმა საჩუქრები დღის ცენტრის “ჯადოსნური სამყაროს” ბენეფიციარებს გადასცა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ მეზღაპრის მანტია მოირგო და ბავშვებს ზღაპარი წაუკითხა. მისივე თქმით, უნივერსიტეტი დღის ცენტრთან თანამშრომლობას გააგრძელებს და ბავშვებისთვის ზღაპრების წაკითხვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.

დღის ცენტრში მეზღაპრეებს ყოველ ხუთშაბათს ელოდებიან. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბავშვებს ესტუმროს და ზღაპარი მათთან ერთად წაიკითხოს. 

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა კილაძემ განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ ხელი შეუწყონ თავიანთ ბენეფიციარებს განათლების მიღებასა და დასაქმებაში.

“ბოლო პერიოდში ხელს ვუწყობთ, რათქმუნდა ინდივიდუალური უნარების შესაბამისად, ბენეფიციარების პროფესიულ განათლებასა და შემდგომში დასაქმების პროგრამაში ჩართვას. ერთი ჩვენი ბენეფიციარი მზარეულის პროფესიას დაეუფლა და ძალიან მალე დასაქმდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რადგან აქ მხოლოდ 18 წლამდე არიან ბენეფიციარები, ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ გადამზადებას და შემდგომში დასაქმებას”.- განაცხადა ლიკა კილაძემ.

დღის ცენტრით “ჯადოსნური სამყარო”  23 ბავშვი სარგებლობს. 

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *