ქუთაისში, ა. ვასაძის სახ. ფოლკლორის სასწავლებელში

ქართული საგალობლების განყოფილების პრეზენტაცია გაიმართა.  განყოფილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა და მისი ფინქციონირებისთვის თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა.  ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების  იფორმაცით, ამ თანხით ინსტრუმენტი შეიძინეს და სასწავლო ოთახი მოაწყვეს. 

ფოლკლორის სასწავლებელში ქართული საგალობლების განყოფილებას თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი მალხაზ ერქვანიძე უხელმძღვანელებს. განყოფილება გაერთიანების ფილიალში მხოლოდ პირველ ეტაპზე იფუნქციონირებს. სწავლება ერთ საფეხურიანი იქნება ,რომელიც ოთხ წელს მოიცავს. მსურველები  შეისწავლიან გალობას, სიმღერას და სოლფეჯიოს.

” ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგენილიყო. ქართული საგალობლების ისტორია გელათის აკადემიიდან იწყება. ქუთაისში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც მომავალი თაობა საგალობლების ხელოვნებას დაეუფლება. განყოფილების გახსნით, იმედი მაქვს, რომ დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი და უახლოეს მომავალში, ამ ისტორიულ ქალაქში, ქართული საგალობლების შესწავლის პროფესიული სკოლაც გაიხსნება ” – აღნიშნა პრეზენტაციისას განყოფილების დამაარსებელმა მალხაზ ერქვანიძემ. 

ამ ეტაპზე სასწავლებელში 12 მოსწავლე ირიცხება. განყოფილება მსურველების მიღებას თვის ბოლომდე გააგრძელებს. შესაბამისი მონაცემების მქონე 9-დან 12 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ გაიარონ შესარჩევი ეტაპი და უფასოდ დაეუფლონ ქართული საგალობლების ხელოვნებას.

სამომავლოდ ქუთაისში საგალობლების სკოლის გახსნა იგეგმება, სადაც მუსიკალური განათლების მიღება საბაკალავრო ხარისხით მოხდება.

მსგავსი სკოლა უკვე ფუნქციონირებს ჩოხატაურში.  უახლოეს პერიოდში სკოლა თბილისში, ანჩისხატის ეკლესიის ბაზაზე ჩამოყალიბდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *