განათლება
ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაო ოთახები, ტერასები, ულტრათანამედროვე ცეცხლმაქრი სისტემა- აწსუ-ს ახალი ბიბლიოთეკა
აწსუ-ს ახალმა საბიბლიოთეკო კორპუსმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ახალ კორპუსში ბიბლიოთეკა, სტუდენტური სერვისები, ფაბლაბია განთავსებული. სივრცე სხვადასხვა ტიპის სამკითხველო, ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაო ოთახებად, საკონფერენციო დარბაზებადაა დაყოფილი.

"გვაქვს კლასიკური ტიპის დარბაზები და ოთახები ჯგუფური სამუშაოებისათვის, რომლისთვისაც ადგილის დაჯავშნა ელექტრონულად ხდება. ასევე განთავსებულია ინდივიდუალური სამუშაო სივრცეებიც, ეს ორი კომპონენტი ძველ ბიბლიოთეკებში არ იყო,"-განაცხადა აწსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი ჭიჭინაძემ.




ადგილზე განთავსებულია უნივერსიტეტში შექმნილი ინოვაციური ტექნიკაც. სტუდენტებს განცხადების დაწერა ელექტრონულად შეეძლებათ. ასევე, კორპუსის ფოიეში დამონტაჟებულია ბიბლიოთეკის ელექტრონული გზამკვლევი.



ბიბლიოთეკის წიგნებით შევსება ეტაპობრივად ხორციელდება. ბეჭდური ლიტერატურის გარდა, ივსება ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომლითაც სარგებლობა მომხმარებელს უფასოდ შეეძლება. წიგნსაცავი ულტრათანამედროვე ცეცხლმაქრი სისტემითაა აღჭურვილი.

"საცავი არის ულტრათანამედროვე ცეცხლმაქრი სისტემით აღჭურვილი. თუ ადრე წყლითა და ქაფით ხდებოდა ცეცხლის ჩაქრობა, აქ გაზით ხდება, რაც ნაკლებ ზიანს აყენებს წიგნებს,"-განაცხადა აწსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.



კორპუსი ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, არის ლიფტები და პანდუსები.

სამკითხველო დარბაზს აქვთ ტერასები, სადაც სტუდენტებს მუშაობა შეეძლებათ.



გაზრდილია ბიბლიოთეკის სამუშაო გრაფიკი. დარბაზები მკითხველებს  09:00-დან 19:00 საათამდე, შაბათის ჩათვლით მომემსახურება.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო, რომლისთვისაც 2 085 265 ლარი დაიხარჯა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ხარაგაულში, სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 2 მილიონ
ლარზე მეტი დაიხარჯება.
12:24 / 19.02.2019
ხარაგაულში, სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ქუთაისის საკრებულოში კიდევ ერთი კომისია შეიქმნა, რომელიც
16:49 / 18.02.2019
ქუთაისის საკრებულოში კიდევ ერთი კომისია შეიქმნა, რომელიც
ზესტაფონში, სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ
ლარზე მეტი დაიხარჯება.
13:21 / 16.02.2019
ზესტაფონში, სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
წყალტუბოში, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ
ლარზე მეტი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონული
12:46 / 16.02.2019
წყალტუბოში, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონული
განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა სამოქალაქო
განათლების პროგრამის
16:44 / 07.02.2019
განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავალი თაობა" ერთი წლის საქმიანობის
ვალუტა
EUR
EUR
2.9791
TRY
TRY
0.5010
USD
USD
2.6413
ამინდი
თბილისი 2 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 7 °C
img
ბათუმი 6 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოშია

პრეზიდენტი წყალტუბოშია. სალომე ზურაბიშვილმა პირველად გუდიაშვილის პანო მოინახულა, შემდეგ კი სანატორიუმ მეშახტეთი დაინტერესდა.

11:35 / 09.02.2019
როგორ გამოიყურება "ყველაზე ლამაზი აივანი"-ნომინაციაში ქუთაისელმა ქალბატონმა გაიმარჯვა

კონკურსის "სუფთა რეგიონი"-ს ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვება ქუთაისელმა ქალბატონმა მოიპვა.

21:22 / 22.01.2019
ქუთაისში, "ავანგარდის", "პასილოკისა" და გამარჯვების მუნიციპალიტეტებს ახალი შენობები ექნებათ
ქუთაისში, "ავანგარდის", "პასილოკისა" და გამარჯვების მუნიციპალიტეტების
14:02 / 04.02.2019
ქუთაისში მეოთხე პოლიკლინიკის რეაბილიტაცია იგეგმება
ქუთაისში მეოთხე პოლიკლინიკის ავანგარდის  ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმებაა. ქუთაისის
14:35 / 04.02.2019