აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა პირველკურსელებისათვის ტრადიციულ “welcome party””-ს აღარ მოაწყობს.

როგორც თვითმმართველობაში განაცხადეს, წვეულება აუცილებლად გაიმართება, თუმცა მას შეცვლილი ფორმა ექნება. 

“წვეულება გაიმართება, თუმცა მას “welcome party” არ ერქმევა. სტუდენტების რაოდენობა არც ამჯერად იქნება შეზღუდული. “welcome party” თითქოს პირველკურსელებისათვის იყო, თუმცა, წვეულებაზე სხვა სტუდენტები უფრო მოდიოდნენ. უფრო დავხვეწავთ მას და იქნება უფრო მეტი სიახლე,”-განაცხადეს სტუდენტურ თვითმმართველობაში.

წვეულების შესახებ დეტალები სექტემბრის ბოლოს დაზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პოსტი ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ქრისტინე მიქაძემ დაიკავა.

“ჩატარდა არჩევნები და საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე მსურველმა დაასახელა. ახალი პრეზიდენტი უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა პარლამენტმა აირჩია. ხმათა უმრავლესობით ქრისტინე მიქაძემ გაიმარჯვა,”-განაცხადა აწსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა მედეა ტაბატაძემ.

ასევე, შეიცვლა ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობაც.

ამ დრომდე თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი იყო.

აწსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *