საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.

აბიტურიენტებმა დღეს ელექტრონული ფორმატის ქართული ენისა და ლიტერატურის მესამე ვარიანტის ტესტები წერეს.

გამოცდის მესამე დღეს საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა 93% გამოცხადდა.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

გამოცდა საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.

რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქში 3 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც გამოცდას 5 000-მდე აბიტურიენტი აბარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *