კონკურსში “მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ”

10 გამარჯვებულს შორის ორი პედაგოგი იმერეთიდან მოხვდა.

“პედაგოგი უნდა იყოს სამოქალაქო განათლების , გეოგრაფიის, ისტორიის, ქართულის. სხვა საგნის პედაგოგებიც გვყავს ხოლმე. თუმცა ვთვლით, რომ ჩამოთვლილი საგნები არის მნიშვნელოვანი იმ პედაგოგისათვის, რომლებმაც შემდგომში მოსწავლეებთან ნატოსა და ვეროინტეგრაციაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.”- აღნიშნა ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ.

წელს გამოცხადებულ კონკურსში 10 გამარჯვებულიდან 2 იმერეთის სკოლების პედაგოგია. აქედან ერთი ქუთაისის 33-ე სკოლის პედაგოგი ფიქრია ხაჭაპურიძეა, მეორე კი ჭიათურის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის პედაგოგი ნონა ყაველაშვილია.

“ისინი ერთი კვირით საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტურით ტალინში იმყოფებოდნენ. ეს ჩვენი და საგრეო საქმეთა სამინისტროს საჩუქარი იყო. ერთი კვირის განმავლობაში ისინი ეცნობოდნენ როგორ განვითარდა ტალინში საგანმანათლებლო სისტემა, რა გავლენა მოახდინა ევროკავშირმა მათზე. ეს კონკურსი არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ვცდილობთ მეტი პედაგოგი წავიდეს საზღვარგარეთ, რათა მეტი ინფორმაცია ჩამოიტანონ და გაუზიარონ თავიანთ კოლეგებს”,- განაცხადა მარიკა ვაჭარაძემ.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი პედაგოგებისათვის ყოველწლიურ კონკურსს “მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ” ატარებს. კონკურსამდე პედაგოგებს ტრენინგი უტარდებათ. ქვეყნის მასშტაბით სულ 100 პედაგოგი გადამზადდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *