“ენერგო-პრო ჯორჯია” სტუდენტთა ”

საზაფხულო დასაქმების პროგრამას” იწყებს. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი (მე-3, მე-4) კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენეტებს ექნებათ შესაძლებლობა კომპანიაში 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.

,,შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სათაო ოფისში (თბილისში) და რეგიონულ ფილიალებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) შემდეგ მიმართულებებში: მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლოატაცია, სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა, ელექტროგადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია, ელმრიცხველების ლაბორატორია, გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები), შრომის უსაფრთხოება, ენერგოზედამხედველობა, დისპეჩერიზაცია, „SCADA”და „GIS”სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრი) და სხვა” – განაცხადა  პრესკონფერენციაზე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N19) 7 ივლისს, 11:00 საათზე; აგრეთვე, რეგიონალურ ოფისებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) 4-დან 7 ივლისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ საიტზე www.energo-pro.ge 
სტუდენტთა, საბოლოო შერჩევის პროცესში, 12-დან 14 ივლისის ჩათვლით, კანდიდატებს მოეთხოვებათ პრეზენტაციის გაკეთება თავისუფალ თემაზე “მომავლის ენერგეტიკა”, რის საფუძველზეც მოხდება სტუდენტების შერჩევა.

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სს “ენერგო-პრო ჯორჯია”, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, განაგრძობს სხვადასხვა პროექტების დანერგვას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *