წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულს აგრძელებს.

აწსუ-ში უკვე განხორციელდა პროექტი- “მე მიყვარს ქართული ენა”, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისათვის იყო გათვალისწინებული. ღონისძიებაში ერთდროულად 9 უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული-სტუდენტები, რომლებიც საქართველოში ერთწლიან სწავლების კურსს გადიან.

გარდა ამისა, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის კონკურსი “ვინ უკეთ წერს” მოეწყო.

აწსუ-ში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს დილიდან განახლდა. 12:00 საათიდან უნივერსიტეტი ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კონფერენციას მასპინძლობს, ხოლო 15:00 საათზე გაიმართება ვიქტორინა “თუ დაივიწყე ენა ქართული!”

სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *