განათლების კუთხით დახარჯულმა თანხებმა 10988,6 ათასი ლარი შეადგინა,

რაც გეგმის (11729,2 ათასი ლარი) 93,7%-ია. – წერია ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტში. 2016 წელთან შედარებით (10738,6 ათასი ლარი) ხარჯები გაზრდილია 250,0 ათასი ლარით.
გასულ წელს ააიპ “ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება” 2017 წელს დაფინანსდა 9 410,0 ათასი ლარით (გეგმა 9850,0 ათასი ლარი). გაერთიანებაში ბავშვთა რაოდენობა 2017 წელს 9900-დან 10100-მდე მერყეობდა, საშუალოდ ცხადდებოდა 7500 ბავშვი.
მომსახურე პერსონალის რაოდენობა შეადგენს 1679 კაცს.

“2017 წელს გაერთიანების 24 და 27 ფილიალებში მოეწყო სანიაღვრე სისტემები. მე-8, 18, 7, 20, 25-ე და 31-ე ფილიალებში მოეწყო საკანალიზაციო ქსელი, არაფინანსური აქტივების მუხლში, გეგმით გამოყოფილი 59,6 ათასი ლარიდან დაიხარჯა 59,455 ათასი ლარი, ოთხი ბაგა-ბაღის შენობაზე მიმდინარეობს მიშენებები. ქალაქ ქუთაისში ახალი ბაგა-ბაღების კაპიტალური მშენებლობისათვის გეგმით გამოყოფილი 508,8 ათასი ლარიდან დაიხარჯა 310,0 ათასი ლარი. მიმდინარეობს წერეთლის ქუჩის N142-ში მდებარე N3 ბაგა ბაღის ახალი კორპუსის მიშენება და დავითაშვილის ქუჩის მე-2შეს N1-ში მდებარე N4 ბაგა-ბაღის ახალი კორპუსის მიშენება. “- წერია დოკუმენტში.

190ათას 600 ლარი კი დაიხარჯა შემდეგი ღონისძიბებისათვის: 

ჩატარდა 1 კონცერტი და 1 სპორტული ღონისძიება /სკოლამდელების მონაწილეობით/, გაიმართა  1 გამოფენა დედაენის დღესთან დაკავშირებით, 1 საქალაქო ღონისძიება ,,ეტალონი”, 2 კონკურსი – კალიგრაფიის და ბლოგების, დაიბეჭდა 2 კრებული, დარბაზის იჯარით მხარდაჭერა გაეწია 4 ღონისძიებას, კვებითი მომსახურებით 2 ღონისძიებას, გახმოვანების აპარატურით მომსახურეობა გაეწია 4 ღონისძიებას, ტრანსპორტით უზრუნველყვეს  14 აქტივობა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *