განათლება
ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯის ხელმძღვანელი ყალბი დიპლომის დამზადებაში ამხილეს
ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯის ხელმძღვანელი საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დიპლომის დამზადებაში ამხილა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მან 1 800 ლარად გაასაღა ოფისმენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ქუთაისის გარდა მსგავსი ფაქტი საგამოიძებო სამსახურმა აჭარაშიც დააფიქსირა. 


| Print |