სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაციების თანახმად,

საბავშვო ბაღებში იცვლება სამზარეულოს, სურსათის სასაწყობე ფართის და სველი წერტილების სტანდარტები. რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა ყველა მუნიციპალიტეტისთვის.
წყალტუბოს მუინიციპალიტეტში სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 194000 ლარი გამოიყო და მუნიციპალიტეტის 22 ბაღში სამუშაოები სხვადასხვა გრაფიკით მიმდინარეობდა.

“მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები სოფელ მაღლაკის, გვიშტიბის, გუმბრის, ქვიტირის, ფარცხაყანევის საბავშვო ბაღებში, ასევე ქალაქის ორ საბავშვო ბაღში, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ფირმა შ.პ.ს. “თ.ბ. კაპიტალი” აწარმოებს. (დანარჩენ ბაღებში უკვე დასრულდა სამუშაოები). დღეს მოვინახულეთ სოფელ გვიშტიბის, მაღლაკის და ქალაქის საბავშვო ბაღები, სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდება და ახალი წლიდან ყველა საბავშო ბაღი ახალ გარემოში, განახლებული სტანდარტებით შეუდგება ფუნქციონირებას,” – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელინმა. მერის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *