ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნეს იდეების მქონე სტუდენტებს ესტონელი მენტორები სტუდენტურ “სტარტაპ-ბანაკში” მონაწილეობას სთავაზობენ.

პროექტი ორგანიზაცია “გარაჟ 48”-სთან ერთად ხორციელდება. ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ღონისძიება მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების განვითარებასა და სტარტაპის დასაწყებად საჭირო ძირითადი ცოდნის მიღებას.

“გვინდა სტუდენტებს ვასწავლოთ, რომ, შესაძლოა, იდეა ვაქციოთ პროტოტიპად. ოთხდღიანი ბანაკი გვაძლევს საშუალებას, რომ მსურველები მოვამზადოთ ჰაკათონისათვის. ისინი ცოდნას მიიღებენ პროგრამირების, მარკეტინგისა და პროექტების მენეჯმენტის კუთხით,”-განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ქეთევან ებანოიძემ.

“გარაჟ 48-ს” წარმომადგენლის ქაი ისანთის თქმით, ლექციები, ვორქშოპები, ინდივიდუალური და სხვადასხვა აქტივობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკვე  60-მდე მსურველი დარეგისტრირდა.

,,კრეატიული აზროვნების განვითარება ნებისმიერი ადამიანისათვის საჭიროა. მნიშვნელოვანია სტარტაფების განვითარების კუთხით ესტონელებისაგან გამოცდილების მიღება, რადგან ამ დარგში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან,”-განაცხადა მირადნა ბეჭვაიამ.

პროექტში სტუდენტებს 27 ოქტომბრამდე შეუძლიათ ჩაერთონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *