ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2017 წლის მწვანე აკადემიაში! კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 1981-დან 1996 წლამდე დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ და საქართველოში ცხოვრობენ. სასურველია ინგლისური ენის გამართულად ფლობა. პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდა აქტივისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ჟურნალისტებისთვის და მკვლევარებისთვის, რომლებსაც მწვანე პოლიტიკა აინტერესებთ და ჩართულნი არიან სამოქალაქო აქტივიზმში.

მწვანე აკადემიის მესამე საზაფხულო სკოლა ოთხი ძირითადი მოდულის (პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება და აქტივიზმი), ლექციების, დისკუსიების, ფილმის ჩვენებების, ჯგუფური დავალებების და ვორკშოპების გზით ყველა ზემოთჩამოთვლილ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცდება. ასევე, 2017 წლის პროგრამა ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ახალი კონტაქტების დამყარებას და თანამოაზრეების პოვნას.

მწვანე აკადემიის საზაფხულო სკოლა რამდენიმე გამორჩეულ მომხსენებელს უმასპინძლებს:
• კლაუს ოფე, პოლიტიკის სოციოლოგი, ჰერტის მმართველობის სკოლა
• ლუკას ბექმანი, გაერთიანება 90/მწვანეები, გერმანია
• დანიელ ჩავესი, ურუგვაელი ანთროპოლოგი, ლათინური ამერიკის პოლიტიკის მკვლევარი, ტრანსნაციონალური ინსტიტუტი

მონაწილების მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე info@ge.boell.org. წერილის სათაურში ინგლისურ ან ქართულ ენებზე მიუთითეთ პროგრამის დასახელება – მწვანე აკადემია. განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2017 წ.

შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებები ჩატარდება 2017 წლის 23 და 26 ივნისს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *