14-15-16 თებერვალს გერმანიაში, ბერლინში ღვინის გამოფენა გაყიდვა Weinemesse Berlin 2020 გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბაღდათის მარნების ღვინოებიც დაეგემოვნებინათ.  როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს”  ბაღდათში სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელმა დავით მშვილდაძემ განუცხადა, ღვინით დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა.  ქართული ღვინო მთლიანად გაიყიდა. 

,,სადეგუსტაციო ღვინო თითქმის აღარ დარჩა. შემდეგ სპეციალურად გავხსენით ბოთლები, რომ არ გაყიდულიყო და დასაგემოვნებლად დარჩენილიყო, მაგრამ ასეც შეიძინეს. ღვინის ძალიან ბევრი იმპორტიორი დაინტერესდა და ისინი აუცილებლად გვეწვევიან ამ ზაფხულს. დაინტერესებულთა შორის არიან გერმანელბი, იტალიელები, ჩეხები.”- განაცხადა  დავით მშვილდაძემ.

ბერლინის ღვინის გამოფენის შესახებ ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტში:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *