აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიეტში საერთაშორისო კონფერენცია “ევროკავშირთან ასოცირების

multicat=36 შეთანხმების შესაბამისად ნარჩენების მართვის სექტორის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის საკითხები საქართველოსა და მოლდოვაში” გაიხსნა.

კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვაში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული გამოწვევების განხილვასა და რეკომენდაციების შემუშავებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების ვალდებულებათა შესასრულებლად მუნიციპალურ დონეებზე.

კონფერენციის გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, მოლდოვის ქალაქ უნგენის მერი ალექსანდრუ ამბროსი და სხვა ოფოციალური პორები დაესწრნენ. მოდრეატორი კი ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იყო.

როგორც კონფერენციის გახსნისას განაცხადეს მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს ნარჩენების მართვის სექტორი საქართველოსა და მოლდოვაში. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, უნდა ჩამოყალიბდეს ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გარემოს მდგომარეობის გაჯანსაღებაში, ხელს შეუწყობს მდინარეთა და შავი ზღვის დაბინძურების შემცირებას, კერძოდ, ისეთი დამაბინძურებლებით, როგორიცაა მყარი ნარჩენები.

განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე არიან მუნიციპალიტეტები, რომელთაც ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობებისა და სტრატეგიების საფუძველზე მნიშვნელოვანი ვალდებულებები ეკისრებათ ნარჩენების სეპარირება/რეციკლირების დანერგვის მიმართულებით.

,,პროექტით “მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვა”, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქალაქში არსებული მდინარეების სისუფთავეს და ისეთი ტიპის ღონისძიებებისა და აქტივობების დანერგვას, განხორციელებას, რაც მნიშვნელოვანია ქალაქისათვის. კერძოდ, ეს არის ნარჩენების სეპარირებული შეგროვება. ერთ-ერთი პირველი ქალაქი, საქართველოში, რომელსაც ექნება მწვანე კომპოსტირების მოედანი ქუთაისია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის წარმოება ქალაქის მასშტაბით, რომელიც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას იმასთან დაკავშირებით, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ღონისძიებების განხორციელება, რატომ არის მნიშვნელოვანი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება და ა.შ.  ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს სიღრმისეული მსჯელობა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში ექსპერტების მონაწილეობით. მეორე მხრივ, გამომდინარე იქედან,რომ ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, უნდა ვისაუბროთ,კონკრეტულად ევროკავშირთან მიმართებაში სად დგას დგას საქართველოს კანონმდებლობა, რამდენად შესაბამისობაშია ეს სტანდარეტბი ევროკავშირის სტანდარტებთან. იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე რაც ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი, რა მიმართულებით ვითარდება პროცესები.”- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ. 

კონფერენცია 6 დეკემბერს დასრულდება და ის პროექტის “მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვა” ფარგლებში ტარდება. პროექტი დაფინანსებულია შავი ზღვის აუზის ქვეყნების 2014-2020 წლების პროგრამის მიერ. პროექტის პარტნიორებია: ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა (ლიდერი პარტნიოერი), ქალაქ უნგენის მერია (მოლდოვა), ასოციაცია ტექნოპოლ გალაცი (რუმინეთი), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი” (საქართველო).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *