საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის ნომებერში

multicat=36 ინფლაციის მაჩვენებლი შესწავლა. 2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა.

ინფლაციის მაჩვენებლის ცვლილებამ რიგ პროდუქტებზე ფასების  გაზრდა გამოიწვია. 

,,სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.3 პროცენტი) და თევზეული (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5.8 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.0 პროცენტით, რაც 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (3.4 პროცენტი); დასვენება, გართობა და კულტურა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები გაიზარდა ტურისტული მოგზაურობის (3.1 პროცენტი) ქვეჯგუფზე; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 2.1 პროცენტით, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (5.6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (0.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.” – წერია საქსტატის კვლევაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *