,,იმერულ მეღვინეობაში კომპანია ,,ხარება” განსაკუთრებულ როლს თამაშობს.” -ამის შესახებ გარემოს

multicat=36 დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შ.პ.ს ,,ხარებაში” სტუმრობისას განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო, შპს “ხარება” დაათვალიერეს. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის აგროტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრეს.

,,იმერულ მეღვინეობაში კომპანია ,,ხარება” განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ის ყოველთვის იყო იშვიათი ჯიშების გამორჩეული მწარმოებელი. ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, ვინც ფართო ასორტიმენტი შესთავაზა როგორც ქართველ მომხმარებლებს, ისე უცხოელ ვიზიტორებს. ვფიქრობ, დღესაც ავანგარდში რჩება იმერული მეღვინეობის კომპანია ,,ხარება”. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, იმ კონტექსტში, როცა ჩვენ ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ ტურისტული პოტენციალის განვითარების მთლიანად იმერეთის რეგიონში. ამ კუთხით ღვინის ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და კომპანია ,,ხარებასაც” შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და მეორეც, ძალიან საინტერესო ადგილი იქნება ტურისტებისთვის.”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“ხარებამ” სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა შექმნა. საწარმოში, წელიწადში, დაახლოებით, 7,000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება; საწარმოში 85 ადამიანია დასაქმებული.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 12.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1,062,000 ლარი შეღავათიანი აგროლიზინგია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *