იმერეთის გუბერნიაში მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

multicat=36 მრჩეველთა საკონსულტაციო საბჭო საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. წევრები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელიც იმერეთში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი დღეს მუნიციპალიტეტის მერებსა და იმერეთში ტურიზმის განვითარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე რეგიონული განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაცია განიხილეს, რომლის მიხედვითაც ქუთაისის ტურიზმის ცენტრი იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას (დმო) რაც საერთაშორისო სტანდარტის ნორმებს სრულად დააკმაყოფილებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *