2019 წლიდან უფრო მეტმა ქალმა განაცხადა, რომ გახდეს ეკონომიკურად ძლიერი. – ამის შესახებ საქართველოს

multicat=36 ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იმერეთი და გურია არის ის ორი რეგიონ, სადაც ქალები ყველაზე მეტად აქტიურობენ, რომ გახდნენ ეკონომიკურად ძლიერები.

,,ჩვენ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ვახორციელებთ პროექტს, რომელიც ქალტა ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. ძალიან დიდი სიამაყით ვსაუბრობ, რომ წარმატებული, მოტივირებული, აქტიური ქალების არის იმერეთიდან. ძირითადი მიმართულება მათთვის არის აგროტურიზმი. ასევე არის ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ის სერვიზები, რომელსაც თვლიან, რომ მათ რეგიონს სჭირდება. თავიდან არ იყო დიდი აქტიურობა, მაგრამ 2019 წლიდან უფრო მეტმა ქალმა განაცხადა, რომ გახდეს ეკონომიკურად ძლიერი. საქართველოში იყო სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა ყოფილიყო სახლში, უნდა ჰქონოდა გარკვეული პროფესიები, რის იქეთაც თვითდაუჯერებლობის გამო არ დგამდა ნაბიჯებს. ორი რეგიონი, იმერეთი და სამეგრელო, გამოირჩევა იმ კუთხით, რომ უფრო მეტი აქტიური ქალები არიან. სადაც ეთნიკურად უმცირესი მოსახლეობაა რთულია ცოტა იქ ქალთა ჩართულობა, თუმცა ვფიქრობ, იმერეთიდან წამოსული კარგი მაგალითები იქნება წინაპირობა იმისი, რომ სხვა ქალებმაც მიბაძონ.”- განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის თქმით, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბრისას რამდენიმე ხელისშემშლელ ფაქტორზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.

,,რამდენიმე ფაქტორია ხელისშემშლელი. პირველი ესაა ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. ჩვენი ქვეყანა უფრო მამაკაცზე ორიენტირებული იყო. თუ ოჯახში იყო ქალი და ვაჟი, ყველაფერი ვაჟს ეკუთვნოდა და მიდგომა მათ შორის მშობლების იყო ის, რომ არაუშავს, ჩვენი გოგო გათხოვდება. შესაბამისად, ამის გამოიწვია ის, რომ ქალს აქტივი არ აქვს. ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა ძალიან უჭირს. მეორე ფაქტორია განათლება და აქაც იგივე პრობლემასთან მივდივართ. განათლებაში ფულის ინვესტირება მხოლოდ მამაკაცისათვის ხდებოდა. მესამე არის თვითდაჯერებულობა და ის მიდგომა, რომ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში, უნდა ჰქონდეს კონკრეტული პროფესიები.”- ამბობს ნინო ზამბახიძე.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ბოლო მონაცემებით, სავარაუდოდ, უფრო მეტ ქალს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, ვიდრე კაცს. თუმცა, ამის მიუხედავად, მათი ეკონომიკური აქტიურობის დონე კაცების მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. შრომითი ასაკის მოსახლეობაში სქესთა შორის განსხვავება 27 პროცენტულ ერთეულს შეადგენს. მონაცემების თანახმად, ქალთა ეკონომიკური არააქტიურობის მთავარი მიზეზი საზოგადოებაში შრომის გენდერული ნიშნით დაყოფა და მასთან დაკავშირებული არაანაზღაურებადი მზრუნველობითი სამუშაოს ტვირთია, რომლის შესრულებაც ძირითადად ქალებს უწევთ. იმავე კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები აღნიშნავენ, რომ ისინი საშინაო საქმეებს კვირაში 45 საათს უთმობენ. ეს სიტუაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დიდად განსხვავებული არ არის. (წყარო:http://georgia.unwomen.org)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *