,,ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი მთავრობას დაბალბიუჯეტიან

კომპანია “ryanair-თან კონტრაქტის დროულ ხელმოწერას სთხოვს. მისივე განცხადებით, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა გაფორმებულიყო, რაც ქვეყანას მეტ შემოსავალს მოუტანდა. კანდელაკი ამბობს, რომ ქუთაისში აეროპორტის ტერმინალის მშენებლობას ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს, რის გამოც “ვიზეარი” ფრენებს ვერ ამატებს.

“გვინდა, მოვუწოდოთ მთავრობას, აღარ გააჭიანუროს დაბალბიუჯეტიან კომპანია ryanair-თან კონტრაქტის ხელმოწერა და გაიყვანოს ქუთაისის აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე დაგეგმილ მგზავრთა ნაკადზე. ryanair-ს ქუთაისში ფრენა უნდა დაეწყო 2013 წელს და დღეს ცხადია ბევრად უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ეს ამბავი და ბევრად უფრო დიდი შემოსავალი ექნებოდა საქართველოს. მინდა აღვნიშნო, რომ ტერმინალის გაფართოვებას აქვს ერთწლიანი ჩამორჩენა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თანახმად, ერთი წლით ჩამორჩება მშენებლობა გრაფიკს, რის გამოც “ვიზეარი” არ ამატებს რეისებს იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც მას სურს. “- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება. მისივე თქმით, განხორციელდება არსებული სადგურის რეაბილიტაცია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *