“იმერულ ყველს არაფერი აკლია, მაგრამ იმის გამო, რომ მასიურ ყველად ითვლება და სჭირდება

multicat=36 თავისი მნიშვნელობის დაბრუნება.”- ამის შესახებ ქართული ყველის ისტორიის მკვლევარმა ანა მიქაძემ ქუთაისში ყველის ფესტივალზე ყოფნისას განაცხადა. მისივე თქმით, იმერული ყველი იმის მიხედვით, თუ რომელ სოფელში მზადდება, ერთმანეთისგან საგემოვნო თვისებებითაც განსხვავდება, ამიტომ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში იმერული ყველის ნაირსახეობებს უნდა ვკითხულობდეთ და არა ზოგადად იმერულ ყველს.

“იმერულ ყველს არაფერი აკლია, მაგრამ იმის გამო, რომ მასიურ ყველად ითვლება და სჭირდება თავისი მნიშვნელობის დაბრუნება. ყველა სოფელი, რომელიც ამზადებს იმერულ ყველს, მაგალითად თერჯოლის იმერული, ხარაგაულის იმერული, საზანოს იმერული გამოირჩევიან ერთმანეთისგან საგემოვნო თვისებებით. ამათი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. ვთავაზობ საქპატენტს და რასაკვირველია იმერეთს, ტურიზმის ცენტრს, რომ ეს ნიშნა იმერულ ყველს გამოვუჭრათ. თელავში თუ კეთდება თეთრი ყველი, მას არ ერქვას იმერული ყველი, ერქვას თელავის თეთრი ყველი, ან შიდა ქართლში თუ კეთდება შიდა ქართლის სუფრული და ა.შ. იმერული ყველი უნდა ეკუთვნოდეს იმერეთს და ჩვენ თბილისის ბაზრობებზე და სუპერმარკეტებში უნდა ვეძებდეთ არა ზოგადად იმერულ ყველს, არამედ საზანოს იმერულს, თერჯოლის იმერულს და ა.შ. ეს იქნება ჩვენ გამარჯვება, რომ იმერულ ყველს თავის ადგილს მივუჩენთ და პატივს მივაგებთ.” – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ანა მიქაძემ.

იმერული ყველი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. საქრძის 2018 წლის მონაცემებით, იმერული ყველის ბაზრის კვლევის შედგებით, ყველი – ქართველო მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია. აღმოჩნდა რომ გამოკითხულთა (953 ადამიანი) უმრავლესობა (93%) მიირთმევს. ყველს მომხმარებელთა 26% სასურსათო მაღაზიებში და სუპერმარკეტების ქსელში ყიდულობს, 24% ბაზარში, ხოლო 14% ჰიპერმარკეტებში. გამოკითხულთა 84% იმერულს გემოვნური თვისებებით არჩევს, 61% კი თვლის რომ ყველი რომელსაც ყიდულობს შემოწმებულია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *