ეკონომიკა
„ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება“ - მამუკა ბახტაძე
"ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება."- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის aigroup პრეზენტაციისას განაცხადა. ქარხანა 40 ათას ელქტრომობილს გამოუშვებს, საიდანაც 50 პროცენტი ქვეყნის შიდა ბაზარზე გაიყიდება. დანარჩენი კი ევროკავშირში ექსპორტზე გავა. 

"ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება. წარმადობა იქნება 40 ათასი ავტომობილი, საინდანაც 50 პროცენტი იქნება შიდა ბაზრისათვის განკუთვნილი.
ჩვენ ამ ქარხანაში დავამზადებთ 4 მოდელის ავტომობილს, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ გაყიდონ თავიანთი ძველი მანქანები და შეიძინონ ახალი ელექტრომობილები. ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის."- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში, ქუთაისში დამზადებული ელექტრომობილები საავტომობილო ბაზარს 2020 წლისათვის შეემატება.

| Print |