ბაღდათელი მეღვინეები  თბილისში, სასტუმრო ” საქართველოში” მისულ

ღვინის მოყვარულებს საოჯახო მარნებში დამზადებულ ღვინოს შესთავაზებენ. მსურველებს მათი შეძენაც შეეძლებათ.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება: ბაია აბულაძის მიერ დამზადებული ცოლიკოური, მამუკა ჩხეიძის ოცხანური საფერე, გაიოზ სოფრომაძის ჩხავერი, ზურაბ ღვალაძის ციცქა-ცოლიკოური, მირიან იოსებაშვილის კუნძა, ლაშა ჩიქვინიძის ძელშავი, გია ლომიძის ოჯალეში, ირაკლი ღვალაძის ციცქა, სევერიან ღამბაშიძის ალადასტური, ტარიელ მიქაბერიძის ლიქიორი, პორტვეინი, ჭაჭის არაყი.

“ჩვენი მხარე განთქმულია ღვინით. ამით ხდება  მხარის პოპულარიზაცია. გამოფენაზე ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საოჯახო მარნის წარმომადგენლების გაცნობა, მათთან შეთანხმებით შესაძლებელია დაიგეგმოს მარნებში ვიზიტი. ტურისტული მარშუტების შედგენისას გაუთვალისწინონ ამ საოჯახო მარნების მდებარეობა. ბოლო პერიოდში გაიზარდა მათი რაოდეონობა და 40-მდე მარანი არის უკვე ბაღდათში. მსგავსი გამოფენები ხელს შეუწყობს მეღვინეების გაცნობას და როგოც მათი ასევე მხარის ეკონომიკურ განვითარებას”.- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ბაღდათის ტურიზმის სამსახურის უფროსმა გოჩა ჩხეტიამ. 

ღონისძიების ორგანიზატორია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილება და ბაღდათის საოჯახო მარნების გილდია.
გამოფენა-გაყიდვა 11 აპრილს, 18 საათზე, თბილისში, სასტუმრო “საქართველოში” გაიმართება. 

ფოტო:ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *