ჩაის ქართულ ბაზარს იმერეთიდან მიმდინარე წელს

 

multicat=36 ბიო ჩაი შეემატება. ბიო ჩაის პლანტაციები ვანში, სოფელ ფერეთაში, ზღვის დონიდან 580 მეტრზეა გაშენებული. 30 წლის წინ აქ ტერიტორიის ნაწილი გადამწვარი, ხოლო ნაწილი საძოვრებად იყო ქცეული.

“ამ ჩაის ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ის უკვე ერთი წლის ნაზარდია. მარტის შუა რიცხვებში გვინდა დავიწყოთ მისი სხვლა და ფორმირება. ვფიქრობთ, რომ უკვე მაისში პლანტაციის გარკვეული ნაწილიდან მოსავალი ავიღოთ”- ამბობს საწარმო “ფერეთა ჩაის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ მერკვილიშვილი.

ჩაის რეაბილიტაცია 2017 წელს სახელწმიფო პროგრამის “ქართული ჩაი” ფარგლებში განხორციელდა. ამავე პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 46,050 ლარი შეადგენა, აქედან 32,235 ლარი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ გამოყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *