“ლიტერატურულმა სარდაფმა” ქალთა კლუბელების

multicat=36 შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. პოეზია და გამოყენებითი ხელოვნება ჟურნალისტმა ია იაშვილმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტმა ასმათ გოგატიშვილმა ერთ მთლიან კომპოზიციად აქციეს.

ასმათ გოგატიშვილი რამდენიმე წელია დეკორატიული ხელოვნებითაა დაინტერესებული და სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრებს ასრულებს.

“ქალთა კლუბის” ღონისძიებისათვის კი ისეთი ნამუშევრები შეარჩია, რომელიც სიყვარულთან ასოცირდება.

სიყვარულისა და სიძლიერის მოტივებითაა აღსავსე ია იაშვილის ლექსები.

“იას ლექსები გუშინ და დღეს არ წამიკითხავს. ბევრი ლექსი ჩემთან ერთად განხილულა. დღეს ისეთი რამეები მოვისმინე, კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ხარ. შეგვძლია ვიამაყოთ შენით. ძალიან ბევრი წერს დღეს ლექსებს. წერენ გადავლილი რითმებით. იას თავისი ინტონაცია და მიმართულება აქვს და არასოდეს არ მეორდება”,- აღნიშნა პოეტმა ცირა შალაშვილმა.

ია იაშვილი, სამომავლოდ, საკუთარი ლექსების კრებულსაც გამოსცემს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *