ეკონომიკა
პირველ ვიზიტორებს ნავენახევის მღვიმე გაზაფხულზე მიიღებს
ნავენახევის მღვიმეში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. უკვე მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი, ტურისტული ბილიკი, კაფეტერია,სუვენირების მაღაზია, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე. მღვიმის მოწყობაში 980 ათასი ლარი იხარჯება. 

მღვიმე 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საიმინისტროს ინფორმაციით, პირველ ვიზიტორებს ნავენახევის მღვიმე გაზაფხულზე მიიღებს. 


| Print |