ქუთაისის საკრებულოს 2018 წლის

multicat=36 ბიუჯეტის პროექტი გადაეგზავნა.ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი ამბობს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები თითქმის იგივეა, რაც 2017 წელს იყო.

“დაახლოებით იგივე პარამეტრებია რაც 2017 წლის ბიუჯეტის შედგენისას იყო. რა თქმა უნდა შემცირება არ იგეგმება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან იყო რამდენიმე შეხვედრა,თუმცა ძირითადი პრიორიტეტების განხილვა ბიუჯეტის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება. ასევე საბინაო სამსახური აქტიურად ხვდება მოსახლეობას და სწავლობს მათ პრობლემებს, მოსახლეობსაც აქვს საშუალება სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით საბინაო სამსახურის  facebook გვერდზე მოიწეროს მათთვის საჭირო საკითხების შესახებ”, – ამბობს ირაკლი ავალიანი.

ქუთაისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *