ეკონომიკა
ქუთაისში სასტუმრო ",ქორთიარდ მარიოტი" აშენდება
ქუთაისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტი" აშენდება. უთაისის მერიაში ,,ქორთიარდ მარიოტის" წარმომადგენელმა და თემურ ჭყონიამ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით თემურ ჭყონია ააშენებს 100-ზე მეტ ნომრიან 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, ხოლო მართვაში გადაეცემა ,,ქორთიარდ მარიოტს". სასტუმრო დავით აღმაშენებლის მოედანზე ახლად აშენებული ,,მაკდონალდსის" გვერდით განთავსდება.

,,ეს არის ერთ-ერთი დიდი ინვესტიცია, რომელიც ბოლო წლებში ქუთაისში განხორციელებულა. სასტუმროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესებში რა თქმა უნდა ჩაერთვება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ქუთაისი ეკონომიკურად მზად არის, რომ აქ 5 ვარსკვლავიანი 100-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო იყოს. მიხარია , რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს შეთანხმება მოხდა. "-აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ

ქუთაისის მერიაში გამარტავენ, რომ ადგილი სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და შესყიდვის პროცედურები მიმდინარეობს.

| Print |