ეკონომიკა
ქუთაისის ბიუჯეტი ჯამში 67 812 200 ლარი გახდა
დღეს გამართულ საკრებულო სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. ქუთაისის ბიუჯეტი 1 670 000 ლარით გაიზარდა.

ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის თქმით ცვლილება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლით, პრივატიზებით და შიდა ეკომონიებით განხორციელდა.

"გარეგანათებას, 928 100, შადრევნების ექსპლუატაციას 55 000, გზების და ტროტუარების პროგრამაზე დაემატა 54 900 ლარი, ტურიზმის ცენტრს 30 000 ლარი დაემატა, სახლების გადახურვის პროექტს 526 000 ლარი. 119 000 ლარი მოაკლდა ბაგა-ბაღების პროგრამას, შიდა ეკონომიებით 9 000 ლარი დაიზოგა პროგრამა კორპუსზე, რომლიდანაც 6 000 ლარი საბავშვო ატრაქციონებზე გადანაწილდა,"-განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.

ცვილების განხილვას საკრებულო სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰვა. ოპოზიციური პარტიების დეპუტატები აცხადებენ, რომ ქუთაისის მერია ცვლილებებს საარჩევნოდ იყენებს.

| Print |