წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის

multicat=36 განვითარების საკოორდინაციო ცენტრი გაიხსნა. ახალი ობიექტი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ღონისძიებას ასევე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

“ტურიზმის სეგმენტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი წილი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმიდან შემოსული თანხები გახლავთ. რომელიც ყოველწლიურად იზრდება. წყალტუბო გახლავთ ყველაზე პერსპექტიული ადგილი ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ მას ის დიდი პარამეტრები, რა პარამეტრებზეც იყო გასული. წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის გახსნა იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ უკვე ამ მიმართულებით ვმუშაობთ”, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი წყალტუბოში ყოფილი რკინიგზის სადგურის შენობაში გაიხსნა. საღამო ღია ცის ქვეშ კონცერტით Dj Grotask & Mc Qourum -მ , Museum -მა და Chi cho-მ დაასრულეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *