ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში გვირილები დაირგვება.

ყვავილებს ქალაქში მერიასა და ცენტრალური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები დარგავენ. ამ ეტაპზე ქუთაისის ბოტანიკურის ბაღის თანამშრომლებმა ქალაქში დეკორატიული, ბაღის იები ცენტრალურ ბაღში 9 აპრილის მემორიალთან და მერიის მიმდებრე სკვერში დაირგო.
გვირილების დარგვა კი ქალაქის დღესაწაუულის მოახლოებას უკავშირდება. “9 აპრილის ძეგლის მემორიალის ირგვლივთ დავრგეთ ყვავილები და მერიის წინ მდებარე სკვერში. დავტოვეთ ადგილები, სადაც დაირგვება გვირილები. გვირილობის დღესასწაულისათვის გვინდა, რომ ეს სკვერები ლამაზად გამოიყურებოდეს”, – განაცხადა ა(ა)იპ ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა.
რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა მოეწყობა თუ არა ბოტანიკურ ბაღში სასათბურე მეურნეობა,სადაც ყვავილების გამოყვანა მოხდება. ბოტანიკური ბაღის დირექტორის თქმით, წლისბოლომდე ახალი სათბური უნდა აშენდეს. “მოგვეხმარა წელს ქალაქის ხელისუფლება და თანხები გამოყო. უკვე ტენდერი დამთავრებულია. ნახევარი სამუშაო თითქმის უკვე გაკეთებულია. წლის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ ახალი სათბური აშენდება და პირობები რომ იქნება ყვავლიების ახალ სახეობებს დავამატებთ. შეიძლება იმდენი ყვავილი ვერ მოვიყვანოტ მთელ ქალაქს რომ ეყოს, მაგამ ჩვენს წვლილს შევიტანთ ქალაქის გალამაზებაში”,- განცხადა ა(ა)იპ ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *