რადიო “ძველი ქალაქის” მიერ, “ოქროს ჩარდახის” მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის მესრით შემოღობილი

ადგილის ფოტოებისა და ინფორმაციის, ვებ გვერდზე გავრცელების შემდეგ, დაგვიკავშირდა ადამიანი, რომელმაც დარწმუნებით განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ქუთაისის მერიის ნებართვის გარეშე ღია კაფეს მოწყობა იგეგმება.

მიღებული ინფორმაციის დასადგენად, ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ბაქარ ჭეიშვილს დავუკავშირდით და ვკითხეთ, ფლობდა თუ არა აღნიშნულ ინფორმაციას.

“ამ ადამიანებისთვის არ არის შესაძლებელი ამ ადგილზე ღია კაფეს მოწყობა, თან მერიის ნებართვის გარეშე, ასე რომ ვთქვათ დაჯარიმდებიან და თან ძალიან მწარედ. ყველა შემთხვევაში უნდა შემოიტანონ განცხადება. ვფიქრობ, რომ ვიღაცის მოგონებულია, რა ღია კაფე უნდა გაკეთდეს, თან იქ კაფე არის უკვე ერთი. მე მითხრეს და წერილიც მანახეს, რომ შემოღობეს უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის და თუ რამეს ხლართავენ ჩვენი ნებართვის გარეშე ამისთვის პასუხი მოეთხოვება,”-განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *