რამდენიმე წუთის წინ რადიო ” ძველმა ქალაქმა” გაავრცელა ფოტოები, სადაც

multicat=36 “ოქროს ჩარდახის” მიმდებარე ტერიტორია რკინის მესრითაა შემოღობილი.

რადიო “ძველმა ქალაქმა” ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიას მიმართა კითხვით, თუ როდის მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება და როდის გაიცა ნებართვა ტერიტორიის შემოღობვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ კითხვებზე ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა გააკეთა. ჭეიშვილის განმარტებით მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მათთვის რადიო “ძველი ქალაქის” მიერ გავრცელებული ფოტოებიდან გახდა ცნობილი.

“ეს ტეროტორია დიდი ხანია აქვს პარკს საკუთრებაში, ხოდა რაც შეეხება ტერიტორიის შემოღობვას, დოკუმენტაცია მოვიძეთ და ახლა უფროსობა ადგილზე არაა და ალბად იმ კვირაში მოგვაწვდიან ინფორმაციას, ხოლო ახლა განგვიმარტეს, რომ მიღებულია უსაფრთხოების ზომები და ეს შემოღობვა მოუთხოვიათ მათ ვინც “საბაგიროებს” აკონტროლებს და ეს ცენტრი თბილისშია. მოუთხოვიათ იმიტომ რომ ადამიანები არ ჩავარდნენ და აუსაფრტხოების ზომები ყოფილიყო დაცვული. მე არ ვიცი რატომ შემოღობეს ახლა, ვიღაცეები ყოფილან ჩამოსულები შეუმოწმებიათ და მოუთხოვიათ გადაღობვა. შესაძლებელი იყო რომ ნებართვა არ მოეთხოვათ ქუთაისის მერიისგან, თუმცა ჩვენ ვუთხარით რომ ჩვენთვის მაინც უნდა ეცნობებინათ თუნდაც სიტყვიერად, რომ ამ ტერიტორია ღობავდნენ,”- განაცხადა ბაქარ ჭიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *