ქუთაისის ბიუჯეტი, დაახლოებით, 2 მლნ 300 ათასი

multicat=36 ლარით დაიზოგება,- ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნული თანხის გამოთავისუფლება კი იმან გამოიწვია, რომ ქალაქს თეატრების დაფიანსება აღარ მოუწევს. “ჩვენ მზად ვიყავით, რომ სანამ სახელმწიფო არ დააფიანსებდა დაგვეფინანსებინა თეატრები. მიგვაჩნია, რომ თეატრების ფუნქციონირება ამ ქალაქისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. 2017 წლიდან კი თეატრების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და არა ადგილობრივიდან.  რაც სწორია. ამით ბიუჯეტში გამოგვითავისუფლდა დაახლოებით 2 მლნ 300 ათასი ლარი. ეს თანხა რჩება ჩვენთან, დაგვიტოვეს მხოლოდ ერთი შეთანხმებით, რომ ამ თანხას ჩვენ მოვახმართ კაპიტალურ პროექტებს”, – განაცახდა შოთა მურღულიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *