ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა

multicat=36 2017 წლის ბიუჯეტზე მუშაობას იწყებს. რა პრიორიტეტები უნდა იყოს გათვალისწინებული მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების წევრები მოსახლეობას ხვდებიან და მათ მოსაზრებებს ისმენენ. პირველი შეხვედრა ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გამარჯვების და უქიმერიონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართა.
“მოსახლეობის გამოკითხვა ხდება, ისინი ასახელებენ იმ პრობლემურ საკითხებს, რომელის მოგვარებაც სურთ. მათ მიერ დასმული მნიშვნელოვანი პრიორიტეტები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში. მსგავსი შეხვედრები მოეწყობა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში,” – აღნიშნა კონსტანტინე ქავთარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *