ქუთაისის მერის ბრძანების საფუძველზე ქუთაისის მერიაში პერიოდულად ცხადდება აუქციონები შენობების პრივატიზაციაზე.

multicat=36 ამ თემასთან დაკავშირებით რადიო ” ძველ ქალაქთან” ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი საუბრობს. კლდიაშვილის განმარტებით საპრივატიზაციო შენობების ნუსხა ყოველწლიურად საკრებულოს მიერ მტკიცდება.

“ბუნებრივია წელსაც დამტკიცებულია ქუთაისის საკრებულოს მიერ საპრივატიზაციო შენობების ნუსხა, მასში 500 ზე მეტი ობიექტია მოხვედრილი, მათ შორის არის თავისუფალი მიწის ნაკვეთები, ასევე ნაკვეთები შენობებთან ერთად. ნაწილი იყიდება, ნაწილი სამწუხარიდ არა, თუმცა რამდენჯერმე ვაბრუნებთ ჩვენ ამ შენობებს აუქციონზე, იმის იმედათ, რომ გაიყიდება,”-აცხადებს პაატა კლდიაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *