ქუთაისში მშობიარემ, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მისვლა ვერ შეძლო, კლინიკა ,,ბომონდის” ეზოში იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლინიკამ გაავრცელა.
,,თოვლს რომ გაალღობს და თოვლიან დღეს გაათბობს, ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ
მშობიარემ, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მოსვლა ვერ შეძლო, კლინიკის ეზოში იმშობიარა.
 დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ,”-ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში,”-ამბობს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *