„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია მზად არის გელათის გადასარჩენად უცხოელი სპეციალისტები საკუთარი ფინანსებით ჩამოიყვანოს.
,,ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მრავალი ასეული ქართული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალათია. ის, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთი გაიმარჯვებს და პარალელურად საქართველოში ანგრევს გელათს, საბჭოთა ჯალათია. სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა. ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო
გათავისუფლდება და თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია -„ჯალათეა”. შესაბამისად, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, გვიწევს ამ ჯალათისთვის შეთავაზების გაკეთება კიდევ ერთხელ:
ჩვენ მზად ვართ გელათთან დაკავშირებით მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ საქართველოში, უზრუნველვყოთ ეს მათ შორის ფინანსურად და გადავარჩინოთ გელათის ის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე ვერ გაანადგურა ქალბატონმა „ჯალა-თეამ”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მან კულტურის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც თეა წულუკიანის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *