2023 წელს ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება.

ჩემპიონატი გაიმართება ასევე რუმინეთში.

ევროპის ჩემპიონატის მატჩები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე “ც” ჯგუფის მატჩებს გერმანიის, ისრაელის, ჩეხეთის და ინგლისის 21 წლამდე ფეხბურთელები გამართავენ.

ბუქარესტში, ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგად, საქართველოს ნაკრები “ა” ჯგუფში მოხვდა.

საქართველოს ნაკრები შემდგომი ეტაპის საგზურისთვის პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდებს დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *